13:52 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 16:57:49, 1242 ნახვა

მსოფლიო
ოლექსი არესტოვიჩი ბირთვული იარაღის საშიშროებაზე - მთელი მსოფლიო მიხვდება, რომ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან

უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შეფასების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ბოლო „შანსად“ ბირთვული იარაღის გამოყენების ხერხს მიმართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, პუტინს უბრალოდ სურს სადმე ჩამოაგდოს ბირთვული იარაღი.

„კარგი მათ ისროლეს ბირთვული იარაღი. რა არის შემდეგი? ... შემდგომში საქმეში ისეთი ძალები ჩაერთვება, რომლებსაც ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ვერ გაუმკლავდება. ხოლო დასავლეთი ამის შემხედვარე საპასუხო დარტმას მიაყენებს რუსეთს. მთელი მსოფლიო, გამონაკლისის გარეშე, მიხვდება, რომ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს“, - დასძინა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ბილ ბერნსმა, ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლისას, განაცხადა, რომ არაა გამორიცხული რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სასოწარკვეთის გამო უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა შეკრიბა სპეციალისტთა ჯგუფი, რათა შეაფასოს რუსეთისგან ბირთვული საფრთხე და შეიმუშაოს ზომები იმ შემთხვევისთვის, თუკი პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ამ იარაღს გამოიყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics