13:53 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 11:33:43, 2069 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი ვლადიმერ პუტინს დაემორჩილა და რუსული გაზის საფასურს რუბლში გადაიხდის

სომხეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას დათანხმდა და ბუნებრივი აირის საფასურს რუბლით გადაიხდის. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა განაცხადა

მისი თქმით, ფასის დადგენა ხდება დოლარში, მაგრამ გადახდა მოხდება რუსულ ვალუტაში.

”რამდენადაც მე ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა იყო რუბლით, მაგრამ შესაბამისი დოლარის კურსით”, - თქვა კერობიანმა RBC- თან ინტერვიუში,

1 აპრილიდან, პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, გაზპრომი ვალდებულია არამეგობრულ ქვეყნებს გაზი, დოლარისა და ევროს ნაცვლად, რუბლებში მიჰყიდოს.

უცხოელი მყიდველები გაზს გადაიხდიან კონტრაქტის ვალუტაში, ხოლო გაზპრომბანკი მას მოსკოვის ბირჟაზე გაყიდის და რუბლებს გადასცემს გაზპრომს. 

ევროკომისია სანქციების გვერდის ავლის მიზნით მიწოდების რუბლში გადახდის მოთხოვნას შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევს . ევროკავშირის ბევრმა წევრმა უარი თქვა ამაზე. უნგრეთი იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელიც დათანხმდა ამ მოთხოვნის შესრულებას.

სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა 23 მარტს განაცხადა, რომ ერევანი აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან რუბლებში მიწოდებული გაზის გადახდაზე, ვინაიდან ასევე განიხილება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საბაჟო გადასახადებიდან ვალუტის განაწილების საკითხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics