|
2022-04-13 15:30:17, 1058 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს გიდი - თქვენი მრჩეველი საბანკო სფეროში
ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ ბიზნეს გიდის მომსახურებას გთავაზობთ. ბიზნეს გიდი მომხმარებელს ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას უმარტივებს და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება. ბიზნესის გიდის დახმარებით, უკვე შესაძლებელია, პირველად საქართველოს ბაზარზე თიბისის ფილიალებში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაც მოხმარებლისთვის დიდი კომფორტი და დროის დაზოგვაა. „თიბისის“ ფილიალში მისულ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს თვითდასაქმებული თუ კომპანიის წარმომადგენელი, დახვდება კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა თუ პროცესებს გააცნობთ, რაც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება.
თუკი აქამდე, მომხმარებლის დროის დიდი ნაწილი სესხებზე, საოპერაციო პროდუქტებზე, კომპანიის რეგისტრაციაზე, ტრენინგებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ბიზნეს გიდი სრულად ემსახურება იურიდიულ პირებს (გარდა ტრანზაქციების განხორციელებისა). რისი გაკეთება შეუძლია ბიზნეს გიდს? o ბიზნეს გიდი დაარეგისტრირებს კომპანიებს, მომხმარებელს გაუხსნის ანგარიშებს, შეიტანს ცვლილებას; o ბიზნეს გიდი მომხმარებელს დაურეგისტრირებს ყველა ბიზნეს პროდუქტს (ბარათები, ელ პროდუქტები, სახელფასო ბარათები, ბიკომი, ინკასაცია, ცნობები, ამონაწერები, ტარიფების შეთანხმება, დეპოზიტები, ქეშ ქავერი, ინტეგრაცია და ა.შ); o კონსულტაციას გაუწევს მომხმარებელს და დაურეგისტრირებს ფეიმენთ პროდუქტებს (ტერმინალი, სალარო ტერმინალი, იკომერსი, ჯეოფეი და ა.შ.); o კონსულტაციას გაუწევს სესხებთან დაკავშირებით; o დაურეგისტრირებს სადაზღვეო პროდუქტებს; o ბიზნეს გიდი მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის თიბისი ბიზნესში არსებულ არაფინანსურ პროდუქტებზე და პროექტებზე (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება, ტრეინინგები და ა.შ). ამ მომსახურების სამიზნე აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, ასევე მეწარმე ფიზიკური პირებიც, რომლებსაც ნებისმიერი სახის ბიზნეს კონსულტაცია სჭირდებათ. ბიზნეს გიდთან მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც თბილისის ფილიალებში, ისე სხვა ქალაქებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)