21:20 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 16:23:15, 742 ნახვა

მსოფლიო
რუსი დამპყრობლების დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად, ჩერნიგოვი 70%-ით განადგურებულია - მერი

რუსი დამპყრობლების დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად, ჩერნიგოვი 70%-ით განადგურებულია. ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ ისაუბრა.

მისივე თქმით, ჩერნიგოვი ნელ-ნელა ემსგავსება მარიუპოლს, სადაც მოსახლეობას აინტერესებს, როგორ იცხვრებენ ხვალამდე. 

"ჩვენი ქალაქი ბუჩას ჰგავს და ზოგიერთ რაიონში უკვე მარიუპოლია. ხალხს აინტერესებს როგორ იცხოვრებენ ხვალამდე.ჩვენ გვაქვს რუსული ჯარების კონცენტრაცია ბელარუსის საზღვარზე, ჩვენ გვაინტერესებს როგორ იმუშავებს საჰაერო თავდაცვა, გაგრძელდება თუ არა ჩვენს თავზე ბომბების ცვენა“, - განახადა ატროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 28 დასახლება პოლესკისა და სევერსკის მიმართულებით. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის რეგიონში, ირპენში, რუსული დაბომბვის შედეგად შენობების 50% განადგურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics