19:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 12:18:33, 1273 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მზად არიან აშშ-ის ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე განალაგონ

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა მზად არის აშშ-ის ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე განალაგოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, პოლონელები ვაშინგტონის ინიციატივას ელოდებიან და მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა მოსკოვის შეკავებას. 

„ამერიკელებმა რომ მოგვთხოვონ პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღის შენახვა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა მოსკოვის შეკავებას“, - თქვა კაჩინსკიმ.

ამავდროულად, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგება ჯერ არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ "მალე ეს შეიძლება შეიცვალოს".

ცნობისთვის, რუსების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტები რამდენჯერმე ღიად დაემუქრნენ პოლონეთს „უკრაინის აღების“ შემდეგ მათ ტერიტორიაზე "შემოჭრით".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics