|
2022-04-01 22:21:17, 996 ნახვა
მსოფლიო
ბელგოროდში ნავთობის საწყობის დაბომბვაში მოსკოვი უკრაინას ადანაშაულებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გააკეთა კომენტარი ბელგოროდში ნავთობის საწყობის სავარაუდო დაბომბვაზე. დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ორი უკრაინული შვეულმფრენი Mi-24-ით, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეში დილით ადრე შევიდნენ უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე. "უკრაინულმა შვეულმფრენებმა ბელგოროდის გარეუბანში მდებარე ნავთობის სამოქალაქო საცავზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რაკეტის დარტყმის შედეგად ცალკეული ტანკები დაზიანდა და დაიწვა", - თქვა კონაშენკოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავთობის ამ საცავს არაფერი აქვს საერთო. სამხედროები და საწვავს აწვდიან მხოლოდ სამოქალაქო მანქანებს. კიევი ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ არ უარყოფს ნავთობის საცავზე თავდასხმის ფაქტს. ამ დროისთვის ნავთობის საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია, არავინ დაშავებულა. რუსული მხარის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწვავის რვა რეზერვუარს და არსებობს მისი გავრცელების საფრთხე. თითო რეზერვუარის მოცულობა 2000 კუბური მეტრია. ასევე რუსული მედიის თქმით, არ არიან დაშავებულები. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ბელგოროდში არსებული სიტუაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)