18:06 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 17:35:39, 753 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსული ჯარები უკრაინიდან კი არ გადიან, არამედ გადაჯგუფდებიან

რუსული ჯარები უკრაინიდან კი არ გადიან, არამედ გადაჯგუფდებიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად აწარმოებდა მოლაპარაკებებს სტამბოლში გამართულ დიალოგზე, რადგან მოსკოვის სამხედრო მიზანი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ არ შეცვლილა. 

„ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ განლაგდებიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფდეს, განაახლოს და გააძლიეროს შეტევა დონბასის რეგიონში", - დასძინა სტოლტენბერგმა. 

მოსკოვი აცხადებს, რომ ახლა ყურადღებას ამახვილებს დონბასის რეგიონის „გათავისუფლებაზე", რაზეც სტოლტენბერგი ამბობს, რომ მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიებზე დამატებითი შეტევა, რაც უფრო მეტ ზიანს მოიტანს. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics