|
2022-03-31 16:48:31, 896 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის კიდევ 14 მოქალაქეს, მათ შორის პროპაგანდისტ ტელეკომპანიებს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები კიდევ 14 რუსეთის მოქალაქეს დაუწესა, რომელთა შორის მოხვდნენ ტელეკომპანია RT-ის მმართველი დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი, Sputnik-ის ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი და ცნობილ ახალი ამბების წამყვანს, სერგეი ბრილევს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო ქსელის Rossiya-ში. "პუტინის ომი უკრაინასთან დაფუძნებულია სიცრუეზე. ბრიტანეთი დაეხმარა მსოფლიოში კრემლის დეზინფორმაციის გამოვლენას. სანქციების ეს უკანასკნელი სერია ურტყამს უსირცხვილო პროპაგანდისტებს, რომლებიც პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს ავრცელებენ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. რუსი ოფიციალური პირების განცხადენით, ის რომ RT - გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდა - არის გზა მოსკოვისთვის კონკურენცია გაუწიოს აშშ-სა და ბრიტანეთში დაფუძნებულ გლობალურ მედია კომპანიებს, რომლებიც მოსკოვის თქმით, სამყაროს ნაწილობრივ ხედვას გვთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)