18:06 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 16:22:15, 735 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - „სამხრეთ ოსეთში“ გაკეთებულ განცხადებაზე კრემლს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „მალე „სამხრეთ ოსეთი“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი გახდება".

როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კრემლი ამ კუთხით არანაირ სამართლებრივ თუ სხვა ქმედებებს არ იღებს. 

„ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ მოგვიხდენია, მაგრამ ამავდროულად, საუბარია „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, მათ პატივისცემით ვეპყრობით“, -  განაცხადა პესკოვმა. 

ცნობისთვის, გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ სამხეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდოდა. აღნიშნული განცხადება მას მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics