18:04 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 12:04:43, 607 ნახვა

მსოფლიო
ოკუპრებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი, შესაძლოა მაის-ივნისში გაიმართოს

რეფერენდუმი, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთთან შეერთების საკითხზე იმსჯელებს, შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს, - ამის შესახებ გამოცემა TASS-ს სახელმწიფო სათათბიროს, ევაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ განუცხადა. 

ერთი დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განახადა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. 

როგორც TASS-ს ოკუპირებული რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განუცხადა, პროცედურები საპრეზიდენტო არევნების შემდეგ გაიმართება, რომელიც 10 აპრილს გაიმართება. 

„ვფიქრობ, რომ 10 აპრილს, როდესაც სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რეფერენდუმის თარიღები უკვე ნათელი იქნება, როდის გამოცხადდება ის. არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტი ფიცს დადებს და აღნიშნულ პროცედურას ის განახორციელებს, ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, მაისი-ივნისი", - განაცხადა დინა გასიევამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics