18:04 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 11:58:40, 766 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ კიევიდან გაყვანილი ჯარები დონბასში განლაგდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაყვანილი ჯარები დონბასში განლაგდნენ.

"ვხედავთ, რომ  დონბასში რუსი სამხედროები იკრიბებიან და ახალი დარტყმისთვის ემზდებიან, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, არაფერს დავთმობთ, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი მეტრისთვის, თითოეული ადამიანისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და ამ რაიონებში მათი აქტივობის შემცირება უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლის შედეგია.

„არის მოსაზრებები რუსი სამხედროების სავარაუდო „გაყვანის“ შესახებ კიევიდან და ჩერნიგოვიდან, ამ რაიონებში ოკუპანტების აქტივობის  შემცირების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის „გაყვანა“, არამედ ეს არის უკრაინელი სამხედროების განდევნის შედეგი “, - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics