15:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 15:35:55, 836 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრემიერი - რუსეთის აგრესიით მიღებული ზარალი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან გამოწვეული ზარალი, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას უკვე მიადგა და კიდევ მიადგება, 1 ტრილიონ დოლარს აღემატება.

როგორც დენის შმიგალმა „ინტერფაქსთან" საუბრისას აღნიშნა, ირიბად გამოთვლილი ზარალი, მომდევნო წლებში დანაკარგების გათვალისწინებით, ტრილიონ დოლარზე მეტია.

მისი თქმით, პირდაპირი კომპონენტი ინფრასტრუქტურული დანაკარგია,

„ეს არის ის, რაც დავკარგეთ პირდაპირი ნგრევის შედეგად - ხიდები, გზები, საცხოვრებელი სახლები, შენობები, თუმცა ეს რიცხვები ყოველდღიურად იზრდება. ახლა ჩვენი შეფასებით არის დაახლოებით $120 მილიარდი. თუ გავითვალისწინებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას და სხვა სამოქალაქო ხარჯებს, მაშინ. 270 მილიარდ დოლარზე მეტი", - განაცხადა დენის შმიგალმა. 

პრემიერმა დასძინა, რომ დეტალური გაანგარიშებისთვის შექმნილია სპეციალური რეესტრი, რომელიც დაკარგული ქონების აღსადგენად იმუშავებს და თითოეულ ოჯახს შეეძლება, დარეგისტრირდეს და დააფიქსიროს საკუთარი ზარალი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics