14:37 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 16:01:20, 975 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთ-უკრაინამ მოლაპარაკებების დროს, „ექვსიდან ოთხ საკითხზე, საერთო აზრს მიაღწია“

25 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებების დროს, ექვსიდან ოთხ საკითხზე, „როგორც ჩანს, საერთო აზრს მიაღწია“.

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 6 საკითხი არსებობს, რომელთგანაც 4-ზე, როგორც ჩანს მხარეებმა საერთო აზრს მიაღწია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ამის შესახებ CNN იუწყება.

„თავიდან, უკრაინა ამ საკითხზე კონკრეტულ აზრს არ გამოთქვამდა, თუმცა მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შეიძლებოდა ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა. ასევე, კიდევ ერთი საკითხია რუსულის ოფიციალურ ენად მიღებაც. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცადა, რომ რუსული ენა უკრაინაში, თითქმის ყველგან სალაპარაკო ენაა, შესაბამისად არც ესა არაა პრობლემა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები, რუსეთთან კომპრომისებზე წასვლასთან დაკავშირებით, ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯია.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 მარტს, უკრაინის მთავარსარდალს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკვე ესაუბრა. მიდინარე კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში კი, იგი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics