13:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 22:10:48, 1014 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი არისტოვიჩი - რუს ოკუპანტებს უკრაინის ბევრ რაიონში, შეტევის გასაგრძელებლად რესურსი აღარ გააჩნიათ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არისტოვიჩი იუწყება, რომ რუსულ საოკუპაციო ძალებს უკრაინის ბევრ რაიონში, შეტევის გასაგრძელებლად რესურსი არ გააჩნია.

მისივე თქმით, ამის გამო ფრონტის ხაზი, ახლა ფაქტობრივად, თითქმის გაყინულია.

„ერთადერთი ადგილი, სადაც მტერი აგრძელებს ძალისხმევის კონცენტრირებას, არის იზიუმის, მარინკას და მარიუპოლის მიმართულება, ასევე  დაკავებული დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის რაიონში, თუმცა მტერი იქ პრაქტიკულად თავდაცვაზეა გადასული. დღეს, განადგურდა რუსეთის ფედერაციის 49-ე არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტი სამხრეთში და დიდი სადესანტო ხომალდი, რომელსაც გადაჰყავდა დაახლოებით 400 საზღვაო ქვეითი, 20 ტანკი და 45 ჯავშანტრანსპორტიორი - ის აფეთქდა ბერდიანსკის პორტში. მეორე კი, დაზიანდა“, - დასძინა ალექსეი არესტოვიჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics