02:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 10:03:08, 550 ნახვა

მსოფლიო
სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირეს, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა. 

რეზოლუცია, რომელიც „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა (ICC) და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.

„ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, - განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics