23:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 11:41:46, 746 ნახვა

მსოფლიო
იაპონია პერსონალურ სანქციებს კიდევ 17 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსს უწესებს

იაპონიამ გადაწყვიტა, პერსონალური სანქციები კიდევ 17 რუს პირს დაუწესოს, რითიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების სამიზნე პირების ჯამური რიცხვი, 61-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სანქციების სამიზნეა რუსი მილიარდერი, იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, ასევე რუსეთის პარლამენტის დეპუტატები, რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვექსელბერგი.

იაპონია იმოქმედებს „დიდი შვიდეულის" ქვეყნების შესაბამისად სანქციებზე, - ამის შესახებ მთავრობის მთავარმა წარმომადგენელმა, ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა.

„რაც შეეხება შემდგომ სანქციებს, ჩვენ გავაგრძელებთ პირობებს და „დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან ერთად, სათანადო რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა მაცუნომ პრესკონფერენციაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics