|
2022-03-14 21:12:37, 890 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთსა და ბელარუსში, 400 დაქირავებული სირიელი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, უკვე ჩავიდა
უკრაინული მედიის თქმით, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ სირიელი დაქირავებული ჯარისკაცები რუსი მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებების შესასრულებლად უკვე მზად არიან. არსებული ინფორმაციით, სირიაში დაქირავებულთა დასაქმების ცენტრები უკვე გაიხსნა, სადაც ბოლო დღეებში, ათასზე მეტი ადამიანი დაკომპლექტდა, 400-მდე კი უკვე რუსეთში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, სირიელი დაქირავებული მკვლელების განსახლებისა და წვრთნებისთვის, უკრაინის საზღვართან, როსტოვისა (რუსეთი) და გომელის (ბელარუსია) რეგიონებში, უკვე შეიქმნა ბანაკები. „უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით აკავებენ მტერს, აყენებენ მნიშვნელოვან ზარალს ადამიანურ ძალასა და სამხედრო აღჭურვილობას, არღვევენ მის პერსონალს როგორც საბრძოლო ზონებში, ასევე რეზერვის ფორმირების ზონებში", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ სირიაში, დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრი გახსნა და მებრძოლების ლიბიიდან მომზადებაც ასევე დაიწყო. „რუსეთი უცხოელ დაქირავებულებს გადაუხდის ყოველთვიურ ხელფასს 300-დან 600 დოლარამდე“, - დასძინა უკრაინულმა დაზვერვამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)