22:17 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 11:38:25, 754 ნახვა

მსოფლიო
EU-ში აცხადებენ, რომ უკრაინის კონფლიქტში ნატო-ს ჩართვით შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს

ნატო-ს შესვლა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბად იქცეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არ გავაღრმავოთ კონფლიქტი - გარწმუნებთ, რუსეთი - ბირთვული ძალაა და ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ ეს კონფლიქტი გადაიქცა ნატო-ს კონფლიქტად რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ მივალთ მესამე მსოფლიო ომამდე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთანავე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„მართალია, მას მეტი სურდა, თუმცა ევროკავშირის გაფართოება დელიკატური საკითხია, რომლის გარშემოც ყველა ევროპულ ქვეყანას არ აქვს ერთი აზრი. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ქვეყნები, რომლებთანაც უკვე დავიწყეთ გაწევრიანების პროცესი“, - დასძინა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics