|
2022-03-12 10:12:43, 1154 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - უკრაინაში ბელარუსის ჯარების გადასვლის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ
აშშ-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ბელარუსის ჯარები, რომლებიც რუსეთის ახლო მოკავშირეები არიან, უკრაინაში გადასულიყვნენ. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას იმისა, რომ ბელარუსის ჯარები უკრაინის შიგნით გადავიდნენ. ჩვენ ვერ ვხედავთ ბელარუსის ძალების რაიმე ჩართულობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება, მოხდეს ან არ მოხდება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, უკრაინა აცხადებს, რომ შიშობს, რომ ბელარუსი შესაძლოა შეუერთდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და დაადანაშაულა რუსეთი ბელარუსული სოფლის დაბომბვაში, რათა მოახდინოს მათი ომში ჩართვის პროვოცირება. ბელარუსის ოფიციალური სააგენტოს ცნობით, გუშინ, რუსეთისა და ბელარუსის ქვეყნის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი მოკავშრე ბელარუსს უახლოეს მომავალში თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)