|
2022-03-12 10:08:45, 10116 ნახვა
მსოფლიო
ატომური ენერგიის სააგენტო - ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია
უკრაინის ბირთვული მარეგულირებლის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. „უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრანაში შეიჭრა, ჩერნობილის ელექტროსადგურს რუსები აკონტროლებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგეტომ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღარ ჰქონდა წვდომა სადგურის სისტემებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)