20:03 - 16 Jul, 2026
|
2022-03-11 11:06:04, 676 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - დასახლებულ პუნქტებში, რომლებსაც დროებით რუსული ჯარი აკონტროლებს, ადგილობრივებს აწამებენ
ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლიც რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარეს, აქტიურად მუშობს აგრესიული რუსული პროპაგანდა, - ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრესიუი რუსული პროპაგანდა იწყებს აქტიურ მუშაობას. პრორუსული გზავნილების გავრცელებით, ოკუპანტები ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას", - აცხადებენ გენშტაბში. ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მტერი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. „ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მტერი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, ჩადის ძარცხვას, მძევლების აყვანას და წამებას", - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)