|
2022-03-10 14:49:17, 652 ნახვა
მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 1,4 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს
პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებასა და მის საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას, ხელს მისცემს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კირილ შევჩენკომ განაცხადა. „დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გადაურიცხა 1,4 მილიარდი დოლარის ექვივალენტი, სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, - წერს შევჩენკო Facebook-ზე . მისი თქმით, ამ პროგრამით გათვალისწინებული სახსრები ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებასა და უკრაინის საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას. უკრაინის მიერ თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტრო, როგორც უკრაინის ფინანსური აგენტი ფონდთან ურთიერთობაში მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)