15:42 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 16:58:07, 776 ნახვა

მსოფლიო
პუტინის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ კიევი წინააღმდეგობას შეწყვეტს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ კიევი შეწყვეტს წინააღმდეგობას და შეასრულებს კრემლის ყველა მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუტინმა ტელეფონით უთხრა თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანს, რომ უკრაინის მომლაპარაკებლებმა უნდა გამოიჩინონ უფრო „კონსტრუქციული“ მიდგომა მოსკოვთან მოლაპარაკებებზე, რათა გაითვალისწინონ ადგილზე არსებული რეალობა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ მისი „სპეციალური ოპერაცია“ უკრაინაში გეგმისა და განრიგის მიხედვით მიდიოდა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ "სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს და შეასრულებს რუსეთის ცნობილ მოთხოვნებს“, - აცხადებენ კრემლში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics