|
2022-03-04 17:46:57, 545 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO უკრაინაში ძალების შეყვანას არ აპირებს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ცის დაკეტვას, ამ ეტაპზე, ალიანსში არ განიხილავენ. როგორც სტოლტენბერგმა საგანგებო სხდომის დასრულების შემდე, პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალიანსი აგრძელებს უკრაინის დახმარებას, თუმცა მის საჰაერო და სახმელეთო სივრცეში ძალების შეყვანას არ აპირებს. სტოლტენბერგმა აღნიშნულის მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ალიანსის წევრ სახლმწიფოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ რუსეთის ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გავიდეს. „ვინაიდან ეს იქნება უფრო საშიში, უფრო დამანგრეველი და გამოიწვევს დიდ ადამიანურ ტანჯვას. ამიტომ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას არც სახმელეთო და არც უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით. რა თქმა უნდა, ცის დაკეტვის ერთადერთი გზა NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ზონაში შესვლა იქნება და ცის დაკეტვა რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდებით დაწესდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)