|
2022-03-04 16:41:38, 794 ნახვა
მსოფლიო
გაერო უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დარღვევების გამოძიებას მხარს უჭერს
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის შედეგად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. „ადამიანის უფლებათა საბჭომ გადაწყვიტა სასწრაფოდ შექმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად“, - განაცხადა საბჭომ Twitter-ის პოსტში. „გაეროს წევრები, მსოფლიოს ყველა რეგიონიდან საბჭოში გაერთიანდნენ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უმკაცრესად დაგმონ. პუტინისადმი მიწერილი გზავნილი ნათელია. თქვენ იზოლირებული ხართ გლობალურ დონეზე და მთელი მსოფლიო თქვენს წინააღმდეგაა“, - განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ევენია ფილიპენკომ. კენჭისყრაზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორმა ქვეყანამ - რუსეთმა და ერითრეამ - გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მისცა. 13 წევრმა ქვეყანამ, რომელთა შორისაც ჩინეთი, კუბა, სომხეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, უზბეკეთი და ვენესუელა არიან, ხმისმიცემისგან თავი შეიკავეს. გადაწყვეტილებას მხარი 32-მა ქვეყანამ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)