09:31 - 16 Jul, 2026
|
2022-03-01 10:32:14, 724 ნახვა
მსოფლიო
გაერო - უკრაინაში 4-დღიანი ომის შედეგად 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასობით დაიჭრა
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, გაეროს მონაცემებით, უკვე 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის ოფისმა ჟენევაში განაცხადა. მისი თქმით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 7 ბავშვია. მსხვერპლთა უმეტესობა საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დაბომბვამ გამოიწვია, ნათქვამია გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებაში. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან 352 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 ბავშვი და დაშავდა 2040 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 45 ბავშვი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)