07:21 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 14:29:12, 837 ნახვა

მსოფლიო
სანქციების შედეგად, რუსეთის ცენტრალური ბანკის მომხმარებლებმა ანგარიშებიდან ფულის გატანა დაიწყეს

რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, რუსეთის ცენტრალური ბანკის მომხმარებლებმა თავიანთი ანგარიშებიდან ფულის გატანა დაიწყეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური ბანკი განცხადებას აქვეყნებს და მომხმარებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის ბანკს ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებისა და ფინანსური სექტორის ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსები და ინსტრუმენტები გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შაბათს ევროპამ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ განაცხადეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაიყინება. ინფორმაციის მიხედვით, რუსეთს დაახლოებით, 630 მილიარდი დოლარის რეზერვები (470 მილიარდი ფუნტი) აქვს.

აღნიშნული ბანკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საზღვარგარეთ ქვეყნიდან აქტივების გაყიდვას შეაჩერებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics