21:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 12:06:25, 1057 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი უკრაინის მოვლენებზე ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრას გამართავს

თეთრი სახლი ინფორმაციას ავრცელებს, რომ 20 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრას გამართავს.

განცხადების მიხედვით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინას ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ თავს დაესხას.

„პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას, ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის ინფორმაციას. ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაესხას უკრაინას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics