21:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 10:44:54, 713 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

რეზოლუცია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის აგრესიას უკრაინის საზღვართან გმობს .

„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელმაც, სენატორ ჯინ შაჰინთან და სხვა სენატორებთან ერთად, დოკუმენტი სენატს წარუდგინა.

მიღებული რეზოლუცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას დაავალოს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების დასაკისრებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იქნას გაგებული, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანის ნებართვა.

სენატორები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია დამოუკიდებლად, კონგრესის ქმედებების მიუხედავად, დააწესოს სანქციები.

„კითხვა მდგომარეობს არა იმაში, ვუპასუხებთ თუ არა პუტინს, არამედ - როგორ ვუპასუხებთ მას“ , - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics