21:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 10:26:03, 2599 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან კიდევ 7 000 ჯარისკაცი გაგზავნა

უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსულ ძალებს, ბოლო დღეებში, დაახლოებით 7 000 ჯარისკაცი დაემატა, - მედიის ცნობით, ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ჯარების ზრდა რუსეთის მტკიცებას მათი გაყვანის შესახებ „მცდარად“ აქცევს და გააფრთხილა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ დააფიქსიროს, რომ ღიაა დიპლომატიის მიმართ.

„ყოველი მითითება, რაც ახლა გვაქვს, არის ის, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ სთავაზობენ საუბარს და დეესკალაციის შესახებ პრეტენზიებს, მაშინ როცა კერძო მობილიზება ხდება ომისთვის“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა. 

ამასთანავე, მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად, შესაძლოა მედიისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელება გამოიყენოს.

„ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან, უახლოეს დღეებში. ჩვენ არ ვიცით, რა ფორმის იქნება ცრუ საბაბი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო ამისთვის მზად არის“, - დასძინა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics