19:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 15:24:36, 846 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელმა უკრაინისთვის „რკინის გუმბათის“ სისტემის მიყიდვაზე უარი განაცხადა

აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის „რკინის გუმბათის“ ანტისარაკეტო სისტემის რამდენიმე ბატარეის მიყიდვის მცდელობა, ისრაელმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული მედია იუწყება.

გამოცემის ცნობით, გასული წლის ღაზის სექტორთან არსებული კონფლიქტის პერიოდში, აშშ-სა და ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინა დააინტერესა, რის შემდეგაც უკრაინამ აშშ-ს კონგრესმენების დარწმუნება დაიწყო, რათა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მათთვის მიეყიდათ.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „რკინის გუმბათისა“ და „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით, ოფიციალურად მიმართა, თუმცა აშშ-ს თანხმობის მიუხედავად, ისრაელმა ერთობლივი პროექტის გაყიდვაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics