22:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-13 14:54:59, 1556 ნახვა

რეგიონი
ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

„ვანი-სულორის  საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, ძლიერ დაზიანდა გზის სავალი ნაწილი“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ვანი-სულორის  საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, ძლიერ დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 
ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს  მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა, რის შემდეგაც დაიგეგმება ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - წერია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics