17:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 00:18:33, 856 ნახვა

მსოფლიო
სალივანი ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ უკრაინა

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24-დან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მუქარა ახლა იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რა ქმედებასაც ახლა საღი აზრით მოითხოვს". – თქვა სალივანმა პრესკონფერენციაზე. 

მანამდე, უკრაინის დატოვებისკენ აშშ-ის მოქალაქეებს თავად პრეზიდენტმა ბაიდენმაც მოუწოდა. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხე არსებობს და უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედროების გამოყენებით ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, რადგან თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics