12:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 15:17:26, 2230 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ნაწილ COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა. ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. 

რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. სოფელ სალიბაურში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და მერიის წარმომადგენლები გაეცნენ. 

სოფლად ვაქცინაციის კამპანია იმ რეგიონების მოცვას ისახავს მიზნად, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. სამიზნე აუდიტორია კი  50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობაა. ამ სეგმენტზე, სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა თებერვლის თვის განმავლობაშიც გრძელდება. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics