17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 14:42:24, 722 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

რუსეთმა 20 წლის განმავლობაში პირველად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მიზეზი მსოფლიოს მხრიდან, უკრაინასთან დაკავშირებული კრიტიკის გარდა, კორონავირუსის გამო არსებული რეგულაციები გახდა.

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, მოსკოვი უკმაყოფილოა, რომ გერმანიაში ჩასულმა დელეგაციამ 6 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციის წევრები ევროკავშირში არაღიარებული ვაქცინით არიან აცრილი.

საერთაშორისო უსაფრტთხოების საკითხებში პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ტრადიციულ შეხვედრას, რომელიც 18-20 თებერვალს, მიუნხენში გაიმართება, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამილა ჰარისი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურები დაესწრებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics