16:22 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 16:17:37, 759 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ

ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა. 

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.

„ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, სურს თუ არა ნატო-ს წევრი გახდეს. ნატო პატივს სცემს ამ სუვერენულ, თავისუფალ გადაწყვეტილებებს  და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ ნატო-ს ნაწილი გამხდარიყო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ.

"ნატო მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, ასევე ერთიანი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი". - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics