23:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 10:42:10, 899 ნახვა

რეგიონი
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში გუშინ გაჩნდა.

„ყვარლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ადგილობრივად შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინეს. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალსოფლის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics