23:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-30 13:51:41, 1355 ნახვა

რეგიონი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, შელაპარაკების ნიადაგზე, 68 წლის ქალი მოკლეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, 68 წლამდე ასაკის ქალი, ფიზიკური დაზიანებებით, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, მ.მ. დააკავა. ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მ.მ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.ბ. გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics