12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 23:10:52, 565 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში საკუთარ სახლთან ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში, სახლთან ახლოს, დახვრიტეს ჟურნალისტი ლურდეს მალდონადო, რომელიც ფედერალური მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

იანვრის დასაწყისიდან ეს მექსიკაში მედიის მუშაკების მესამე მკვლელობაა და ქვემო კალიფორნიის შტატში მეორე.
ლურდეს მალდონადო თანამშრომლობდა რიგ საინფორმაციო გამოშვებებთან და ბოლო დროს მუშაობდა საინფორმაციო გადაცემაზე, რომელიც აშუქებდა ადგილობრივ მოვლენებს.
2019 წელს, ქვეყნის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ეშინოდა მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარის გამო.
მაშინ საუბარი იყო გრძელვადიან სამართლებრივ ბრძოლაზე ქვემო კალიფორნიის შტატის ყოფილ გუბერნატორთან, ჯეიმ ბონილა ვალდესთან.
გასულ კვირას ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან მოიგო ეს შრომითი სარჩელი. მან ასევე უჩივლა ყოფილ გენერალურ პროკურორს.
17 იანვარს, კრიმინალური ამბების ფოტოგრაფი მარგარიტო მარტინესი მოკლეს ტიხუანაში, საკუთარ სახლთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics