12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-22 14:27:47, 944 ნახვა

მსოფლიო
ჯენ ფსაკი - აშშ რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს მომავალი გაფართოების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს, თუმცა ნატო-ს მომავალი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

ჯენ ფსაკის , აშშ-მ თავიდანვე დააფიქსირა, რომ რუსეთისგან მოთხოვნები აშშს პოზიციისგან განსხვავებულია და არის საკითხები რომლებიც ვერ განხორციელდება.

„წერილობით წარვადგენთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იდეებს, თუ როგორ შეიძლება, რეალურად გავაძლიეროთ ერთმანეთის უსაფრთხოების განცდა. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა, არის გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა დაცვის მიმართ ამერიკა, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები ერთგულები არიან, მათ შორისაა ის რომ უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობას ადგილი არ ექნება“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
 
ამასთან, მისივე განცხადებით მომავალ კვირას რუსეთი აშშ-სგან წერილობით პასუხს მიიღებს.

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და მომავალ კვირას წერილობით პასუხს წარვადგენთ,”-  განაცხადა ჯენ ფსაკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics