12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-22 11:53:43, 1065 ნახვა

მსოფლიო
WSJ - გერმანიამ ესტონეთიდან უკრაინაში იარაღის გადაცემა დაბლოკა

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მოკავშირე ესტონეთს არ აძლევს უფლებას უკრაინას გადასცეს ირაღი.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო მიიღეს, რადგან  დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

"შეიარაღების ექსპორტის პრინციპი მუდამ ერთია, მოდის ის პირდაპირ გერმანიიდან, თუ მესამე ქვეყნიდან. ამ მხრივ ჯერ ნებართვა არ გაცემულა. შეუძლებელია პროცესის შედეგების გამოთვლა", - თქვა WSJ-სთან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა იარაღის ექსპორტის ნებართვასა და უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებაზე. 

ცნობისთვის, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გააგზავნიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics