|
2022-01-21 11:05:46, 1208 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე მეურნეობა მოეწყო
„საქართველოს ბანკი“ მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმის, ხურმის, ქლიავისა და ბლის ბაღებს აერთიანებს. მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად ბანკის მხრიდან 81,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. „მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად შევძელით და ვავითარებთ ბიზნესს. ჩვენი თანამშრომლობა უკვე 6 წელია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად ვაფართოვებთ მეურნეობას და ვზრდით მოსავლის მოცულობას. წლის მანძილზე საშუალოდ 250 ტონა მოსავალს ვიღებთ უკვე. ასევე, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მეურნეობა სეზონურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ ვგეგმავთ საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, მარინა ცაცაბაშვილი. „იმისათვის, რომ აგრო მიმართულების ბიზნესებმა შეძლონ განვითარება, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ახალი, საინტერესო პროდუქტები შესთავაზოს, იქნება ეს შეღავათიანი აგრო კრედიტი, დაფინანსება მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ბიზნესები და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)