|
2022-01-18 13:51:56, 1064 ნახვა
სამართალი
ნიკა კვარაცხელიას საქმის პროკურორი – რატომ? ამ კითხვაზე პასუხი გამცენ ბრალდებულებმა, რომლებმაც ჩაიდინეს მკვლელობა
საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. პროცესს ორივე ბრალდებული გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ესწრებოდნენ. პროკურორმა საქმის არსებით განხილვაზე დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე. ამასთან მან ბრალდებულებს კითხვით მიმართა - "მაქვს კითხვა - რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს". - განაცხადა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე. წინა სხდომებზე განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ აღიარა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, თანამზრახველი არ ჰყოლია და მკვლელობა ჯგუფურად არ ჩაუდენია. "ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად",- განაცხადა ჭელიძემ. მეორე ბრალდებულმა, კი გიორგი კავილაძემ წარდგენილი 2 ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ მისი დანასაული მხოლოდ ისაა, რომ "მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა". ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)