23:03 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 11:28:29, 826 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას

ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდს აქვს სრული მზაობა, რომ 2022 წელი კიდევ უფრო წარმატებული და უკეთესი იყოს.

„მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა მინისტრს, წარმატებული საქმიანობისთვის, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ გასულ წელს მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ამიტომ, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, წარმატებას, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ კიდევ უფრო უკეთესი და უფრო წარმატებული წელი გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერმა. 

ღარიბაშვილმა დასძინა, რომ 2021 წელს ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. 

„სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics