23:02 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 15:15:06, 893 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „გირჩთან“ მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიას და ლევან იოსელიანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა.

როგორც დეკანოიძე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის „გირჩთან“ მოლაპარაკებებით კმაყოფილია და ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდა.

მისივე თქმით,  კომისია მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს და სხვა რაიმე ქვეტექსტი მის შექმნაში არ დევს.

"გირჩი" წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან . "გირჩთან" მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც გამოიძიებს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებს სხვა რაიმე ქვეტექსტი ამ კომისიის შექმნაში არ დევს , - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics