|
2021-12-29 20:22:55, 6136 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ კომპანია DP World-თან საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დუბაიში მიმდინარე ექსპო 2020-ის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა კომპანია DP World-თან, რომელიც ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მუშაობს. ნათია თურნავას ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ლოგისტიკური განვითარების კუთხით რეგიონული ლიდერის პოტენციალს და ამასთანავე, კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. „DP World- ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სატერმინალო-საპორტო მომსახურების, ტვირთების გადაზიდვის და ლოგისტიკის კუთხით. ჩვენ მათ გავაცანით, თუ რა განვითარებაა საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით და ასევე ვესაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. DP World-მა ძალიან კარგად იცის ჩვენი შავი ზღვისპირეთი, იცის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეგიონში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დერეფნის შემადგენელ ნაწილს, როგორც ლოგისტიკურ პლატფორმას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან შეხვედრისას ინტერესი გამოთქვეს, რომ დეტალურად გაეცნონ ანაკლიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვალავაც ინარჩუნებს მაღალ ბიზნეს-მიმზიდველობას. DP World მაღალი რეპუტაციის გლობალური, საკონტეინერო-სატერმინალო ოპერატორი კომპანიაა. ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მართავს 82 საზღვაო ტერმინალს, რომლებიც წელიწადში საშუალოდ 70 მილიონამდე კონტეინერს ამუშავებენ. კომპანია ასევე ახორციელებს ლოგისტიკური და საზღვაო სერვისების მიწოდებას და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ოპერირებას. 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 8,5 მლრდ აშშ დოლარი იყო. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიაც, ისევე როგორც სხვა პოტენციური ინვესტორები, დაინტერესდება ანაკლიაში შემოსვლით", - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)