00:47 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 14:27:22, 558 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით გადაყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით გადაყვანას ადგილი არ ჰქონია. რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის წნევის ცვალებადობის გამო ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ის გაწერილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან. მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. გააცნეს ძალიან მშვიდ და მისაღებ ფორმებში ეს გადაწყვეტილება და ის არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთოვნას. თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია... კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ მას შეენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და მიიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება".

მინისტრის განმარტებით, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს ვალდებულება, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ადვოკატებს შეუთანხმოს.

„რაც შეეხება ადვოკატების ინფორმირებულობას, უნდა გაეცნოთ საქართველოს კანონს და იცოდეთ, რომ როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა. ადვოკატს შეუძლია, ის მოინახულოს კანონდებლობით გათვალისწინებული წესით სამუშაო დღეების განმავლობაში განსაზღვრული საათებით. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics