02:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-26 14:45:00, 1773 ნახვა

სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოთის ყოფილ მერს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ მიიღო. 

სასამართლომ ირაკლი კაკულიასთან ერთად პატიმრობა სხვა თანამდებობის პირებსაც მიუსაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

ცნობისთვის, ფოთის ყოფილი მერი  და კიდევ რამდენიმე  თანამდებობის პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა.

მათ ბრალად ედებათ უკანონო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics