04:02 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 18:15:42, 635 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - რა პოლიტიკური კრიზისიც არის, ამ პროცესით, ამის დაძლევის ვერანაირ შანს ვერ ვხედავ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ჯაფარიძემ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ დაყენებული ინიციატივით, ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შანსი არ ჩანს.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა იმ ყოვლისმომცველ პროცესს ეხებოდა, რომელიც შეიძლება, წლები გაიწელოს. შესაბამისად, ფაქტი, რომ საქართველოს „უზირპატორი ხელისუფლება“ ჰყავს, რომელიც ძალაუფლებას არაფრით არ თმობს, აღნიშნულ პროცესზე საუბრის დროს არ განხილულა.

„რა პოლიტიკური კრიზისიც არის, ამის დაძლევის ვერანაირ შანს ვერ ვხედავ, ამ პროცესით. როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე საერთოდ, არც არის საუბარი. საუბარია, უფრო ზოგად ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება, დროში წლები გაიწელოს. მაგრამ, ახლა, ამ წუთში ტყეში რომ ვართ, დედა რომ არა ჰყავს ქვეყანას და პრობლემა გვაქვს ის, რომ უზურპატორი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც მთელი ძალაუფლება მიტაცებული აქვს, როგორ უნდა მოვაგვაროთ, რომ არ თმობს არანაირ ძალაუფლებას, ეს პროცესი მაგას არ ეხება.

თუ უყურებთ ამ პროცესს ისე, რომ პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს სააკაშვილი, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეგეთი რაღაც საერთოდ არ განიხილება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics