|
2021-12-22 14:23:43, 645 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს საპასუხო წერილს უგზავნის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს საპასუხო წერილს უგზავნის. როგორც წერილშია აღნიშნული, ის იზიარებს შეშფოთებას სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმების შეფერხების გამო, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს ეხება. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს დახმარებას იმ პარტნიორების უმეტესობისთვის, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები. "ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება ხელშესახები პროგრესის საუკეთესო შანსად საქართველოში დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომი შენების საქმეში, და მავნე პოლარიზაციის დასრულების, რომელიც ამჟამად გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. ვინაიდან უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანონ დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში. როგორც 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ასახული, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე სხვა ასპექტებთან ერთად, რეფორმების ტემპითა და ხარისხით გაგრძელდება. ევროკავშირის პირობითობაზე და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა ("მეტი-მეტისთვის" და "ნაკლები-ნაკლებისთვის") გააგრძელებს დახმარებას იმ პარტნიორების უმეტესობისთვის, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები. ეს იყო ასევე ნათელი გზავნილი ევროკავშირისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლოდ", – ვკითხულობთ წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)